(შევსება არასავალდებულოა)

მეგობრებო, ქვემოთ ჩამოთვლილია სასწაულებრივი კურნებანი, რომელიც უფლისადმი მხურვალე ლოცვით აღასრულა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესმა მეუფემ! თქვენ შეგიძლიათ თვითმხილველთა ლურჯად მონიშნულ სახელებს დააწვთ და პირადად გაესაუბროთ მათ:

გვერდი 2

 

კონსტანტინე ჩხოლარია

მშვიდობა. დიახ, ჩემი თანასოფლელი ახალგაზრდა მოტოციკლიდან გადმოვარდა, ჩაფხუტი არ ეხურა. სასწრაფოდ ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი. გადარჩენის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, როგორც მითხრეს და ექიმები გადარჩენის მინიმალურ შანსსაც კი არ იძლევოდნენ... გიორგი ლაზის მეშვეობით ვითხოვე ბ.ნ დავით-იოანეს, რათა მის სულიერ მოძღვარს - პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს მეუფეს, მისთვის ელოცა. სასწაულებრივად ძალიან მოკლე პერიოდში გონზეც მოვიდა და დღეს მოტობლოკითაც მუშაობს! ყველა ამბობს წესით თავს უნდა უფრთხილდებოდეს და არ უნდა მუშაოდესო, მაგრამ ჩვეულებრივ ჯანმრთელ რეჟიმშია და მართლაც ღმერთმა გადაარჩინა, მეუფის ლოცვით!!! მეორე ამბავსაც მოვყვები: მამაოს ბავში ისე ცუდად გაუხდა, რომ თბილისში გადასაყვანი შეიქმნა... ისევ ვთხოვე მეუფეს გიორგი ლაზის მეშვეობით, რომ მისთვის ელოცა და მართლაც ბავშვი სასწაულებრივად მალევე გამოკეთდა!!! დიდება უფალს, რათა მოგვმადლა პატრიარქ ილია მეორის ასეთი უერთგულესი მეუფე!!!

 

ლალი სამსონია

დიდება და მადლობა უფალს! მე მკვდარი გამაცოცხლა! პანდემიის პერიოდი იყო და დედაჩემი მხოლოდ იმასღა ნატრობდა აღდგომამდე როგორმე სული მიმეტანა, რომ გზები გახსნილიყო და ჩამოსვენება შეძლებოდათ... დღეს ისე ვარ პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის ლოცვის წყალობით, რომ ვერც კი ვიაზრებ, მე თუ გადავიტანე ეს ყველაფერი! უფრო ვრცლად აქ მაქვს აღწერილი.

 

გვერდი 1                     სარჩევი                      გვერდი 3

 

ესაა მცირედი იმ სასწაულებთაგან, რომელიც უფალმა მოგვმადლა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის მარჯვენით! ღვთის შეწევნით დრო და დრო აქ დავამატებთ ხოლმე ახალ სასწაულებრივ კურნებებს! ამიტომ ხშირად ეწვიეთ ხოლმე ამ გვერდს. დიდება უფალს!!!

ნებისმიერს შეუძლია გადავიდეს ზემოთ ჩამოთვლილი თვითმხილველთა ფეისბუქ გვერდზე, მათ სახელებზე დაჭერით და პირადად გაესაუბროს მათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უერთგულეს წმინდა სინოდის წევრ მეუფეს, უფლისადმი წმინდა ლოცვებით, უამრავი სნეული ჰყავს სასწაულებრივად განკურნებული, მათ შორის კიბოს 4-ე სტადიის მქონენიც! რა თქმა უნდა აბსოლიტურად უფასოდ! ოღონდ აუცილებელი მოთხოვნა ის არის, რომ პატრიარქ ილია მეორის სამწყსოში უნდა იყოს, ანუ უნდა ემორჩილებოდეს მის კურთხევას: უნდა იყოს მონათლული და ეკლესიურად მაცხოვრებელი ადამიანი (ან უმოკლეს პერიოდში უნდა მიისწრაფვოდეს მოძღვრის აყვანისკენ, ანუ გაეკლესიურებისაკენ). გარდა ამისა უნდა დაგმოს და განუდგეს ისეთ პარტიებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით არიან ეკლესიისა და პატრიარქ ილია მეორის მხარეს, ხოლო საქმით კი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციულ კანონზე“ ან ე.წ. „გეი-მემორანდუმზე“ აქვთ ხელი მოწერილი, რაც სინამდვილეში ნიშნავს გეი-პროპაგანდას!  ამ აპოსტასიის ჟამს სინოდში სასწაულთმოქმედი მეუფე უფალმა იმიტომ მოგვივლინა, რომ დღეს ჩვენს უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ ამდენი ბინძური ცილისწამებაა (საქართველოს დამონებისათვის მტერმა უპირველეს სამიზნედ სწორედ ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი ამოარჩია და მას ებრძვიან გარედან დაფინანსებული ადგილობრივი იუდებით) და ამ აშკარა სასწაულების მხილველნი კი  არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვუდგეთ პატრიარქს, რადგან ეს სასწაულები მოწმობს, რომ პატრიარქ ილია მეორესთან და მის უერთგულეს მეუფესთან არის სამყაროს შემოქმედი უფალი ღმერთი ჩვენი!!! წმ. მამა გაბრიელმა ანდერძად დაგვიტოვა შემდეგი სიტყვები: „ვინც პატრიარქ ილია მეორეს განუდგება, ის უკვე სექტაა“-ო. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

პ.ს. ეკლესიის ისტორიაში საკმაოდ არიან ასეთი სასწაულთმოქმედი სასულიერო პირები, რომლებიც თავმდაბლობის გამო გარკვეულ დრომდე არ უცხადებდნენ საზოგადოებას თავის ვინაობას. მალე მოვა დრო, როდესაც პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი სასწაულთმოქმედი მეუფის ლოცვა-კურთხევით ბატონი დავით ამაშუკელი გააცხადებს თავისი სულიერი მოძღვრის, ანუ ამ სასწაულთმოქმედი მეუფის ვინაობას! მანამდე კი შემოგვიერთდით ამ მეუფის მიერ დაარსებულ კონსერვატიულ მოძრაობა "ძლევაი საკვირველს" — ფეისბუქზე პირადში მიწერეთ გიორგი ლაზს

უკან

გამოკითხვა