(შევსება არასავალდებულოა)

მეგობრებო, ქვემოთ ჩამოთვლილია სასწაულებრივი კურნებანი, რომელიც უფლისადმი მხურვალე ლოცვით აღასრულა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესმა მეუფემ! თქვენ შეგიძლიათ თვითმხილველთა ლურჯად მონიშნულ სახელებს დააწვთ და პირადად გაესაუბროთ მათ:

 

 

 

მაგული შავშიშვილი

მეგობრებო, მეც გამხადა უფალმა ჩვენი დაფარული მეუფის სასწაულებრივი კურნების ხილვის ღირსი და მინდა გაგიზიაროთ! ძალიან ცუდად მყავდა ანემიით დაავადებული ჩემი დისშვილი ახალგაზრდა გოგო, მაიკო: ყველანაირი ანალიზების მაჩვენებლები დაცემული იყო; საავადმყოფოდან უიმედოდ გაწერეს სახლში, მერე ეს საშინელი ვირუსიც დაემატა და იწვა სახლში ასე... აღარ ვიცოდით რა გვექნა! მერე მოვუყევი ეს ამბავი გიორგი ლაზს და ვთხოვე გადაეცა ბატონი დავით ამაშუკელისათვის, რათა მის მოძღვარს - დაფარულ მეუფეს ელოცა მაიკოსათვის! ჩემი თხოვნიდან 2 დღეში, ანუ დღეს, მეუფემ მოიხსენია მაიკო წირვაზე, კვეთაში და უფლის წყალობით მოხდა უდიდესი სასწაული - მაიკო ფეხზე წამოდგა და გაიარა!!! დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერის სულიერ მამას ილია მეორეს უფალმა წმინდა სინოდში მისცა ასეთი სასწაულთმოქმედი მეუფე! ალილუია, ამინ!

2023 წლის 31 დეკემბერ.

 

 

ხათუნა დავლაშერიძე

მეგობრებო, ამის ასე უბრალოდ გატარება არ შემიძლია და მინდა გაგიზიაროთ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი ჩვენი მეუფის ეს მორიგი ღვთივკურთხეული სასწაული! გუშუნ 2023 წლის 11 ნოემბრის საღამოს 6-დან ღამის 12-მდე ჩემს შვილ თორნიკეს გულის აჩქარება ჰქონდა და ვერაფრით ვერ დავურეგულირეთ პულსი. წამლებით ყველა უშედეგო მცდელობის შემდეგ მივწერე გიორგი ლაზს, რათა ბატონი დავით-იოანესათვის ეთქვა ეს ამბავი. მან კი დაუყოვნებლივ მოახსენა ჩვენს სანატრელ მეუფეს, რათა ელოცა თორნიკესათვის. არ გასულა 1 საათი და გულის პულსი ნორმაში ჩადგა! დიდება და მადლობა უფალს, რომ ასეთი სწარფშემწე მეუფე მოგვმადლა!!!

 

 

მაია დოლიძე

ჩემი შვილიშვილი აბიტურიენტი იყო 2023 წელს. ასაკით პატარაა და შეშინებული და დაბნეული იყო. ვთხოვე ბატონ გიორგი ლაზს და მანაც გადასცა ეს ამბავი "მოძრაობა ძლევაი საკვირველის" ლიდერს ბატონ დავით ამაშუკელს, რათა ელოცა მის მოძღვარს, ანუ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის ილია მეორის უერთგულეს მეუფეს. მეუფის ლოცვით დღეს "ჯიპას" წარჩინებული სტუდენტია!

გამოცდიდან რომ გამოდიოდა სოციალურ ქსელში წერდა: " — დღეს ბებიაჩემმა ისეთ სასულიერო პიროვნებას ალოცინა ჩემთვის, რომ საუკეთესოდ დავწერეო!"

ბავშვი მშვიდდებოდა, წყნარდებოდა და კარგად იხსენებდა ნასწავლს!

დიდი მადლობა უფალს, ჩვენი ერის სულიერ მამას ილია მეორეს, ჩვენს მეუფეს, ბატონ დავით-იოანეს და ბატონ გიორგის!

 

ინგა გოდერძიშვილი

მინდა მოგიყვეთ ჩემზეც: თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ისეთი ცუდად ვიყავი, რომ ვეღარ დავდიოდი - დავსივდი: ფეხები დამისივდა! ბატონ გიორგი ლაზს მივწერე, მან კი მითხრა: „გადავცემ ბატონ დავით ამაშუკელს, რათა მისმა მოძღვარმა, ანუ პატრიარქ ილია მეორის უერთგულესმა მეუფემ, ილოცოს თქვენს ჯანმრთელობაზე“-ო. მეორე დღეს, დილით ცოტათიღა იყო შესიებული, ხოლო საღამოსკენ საერთოდ გამიქრა დასიება!!! ეს იყო ნამდვილი სასწაული!!! მადლობა მეუფეს, მადლობა ბატონ დავით ამაშუკელს და მადლობა ბატონ გიორგის - უფალი ფარავდეთ მათ!!! გამოგიტყდებით და ამ გვერდზე რომ ადრე ვკითხულობდი სხვების ნაწერებს: „მეუფის ლოცვით გადავრჩით“-ო, რაღაც პროცენტი არ მჯეროდა... ახლა კი ნამდვილად დავიჯერე და ეჭვები გამიქრა!!! მადლობა ყველას - გაიხარეთ და იმრავლეთ - უფალმა გაგვაძლიეროს!!! სიტყვებით ვერ გადმოვცემ კიდევ ისეთი სასწაული მოხდა, ჩემს თავს!!! მეგონა დამისკდებოდა ფეხები და სისხლი გადმოვიდოდა, ისე მტკიოდა - ვერ დავდიოდი ერთი კვირის განმავლობაში და უკვე რომ გაუსაძლისად ვიყავი - მერე მივწერე...

 

 

ხათუნა დავლაშერიძე

ჩემს ვაჟიშვილს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი. 2017 წელს ჩაუტარდა გულის სარქველის ოპერაცია. დღემდე კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ დღეს - 2023 წლის 6 აპრილის დილის საათებში აუჩქარდა გული, რის გამოც მოხდა ახალციხის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც ექიმებმა დააფიქსირეს გულის პულსი 300 და წნევა კი საერთოდ აღარც კი ესინჯებოდა!!! ექიმები ვერაფრის იმედს ვეღარ გვაძლევდნენ! აცრემლებულმა ხმოვანი გზავნილით მივმართე "მოძრაობა ძლევაი საკვირველის" სოც-ქსელების ერთ-ერთ ოპერატორს გიორგი ლაზს, რათა თავის მხრივ ჩემი უბედურება მოეხსენებინა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფისათვის, რომელიც არის ამ მოძრაობის დამფუძნებლის ბ.ნ დავით ამაშუკელის სულიერი მოძღვარი. ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ რამოდენიმე წუთში, როდესაც ახალციხე-თბილისის გზაში ვიყავით, ჩემს შვილს პულსიც და წნევაც უეცრად დაუსტაბილურდა!!! გამყოლი ექიმი და ამის ყველა შემსწრე სიხარულისგან განცვიფრებულები ვიყავით!!! დიდება და მადლობა უფალს, რათა სინოდში ასეთი სწრაფლშემწე სასწაულთმოქმედი მეუფე მოგვმადლა!

 

 

სოფიო კენკაძე

დღეს, 2023 წლის 15 მარტს, ჩვენი მეუფის მადლით ნამდვილი სასწაულის მოწმე გავხდი! რამდენიმე დღის უკან ვიყავი ექიმთან და მითხრეს რომ მქონდა გარე ორსულობა და ოპერაცია დამჭირდებოდა. არ დავაყოვნე და მაშინვე ბ.ნ გიორგი ლაზს დავეკონტაქტე, რათა გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისათვის და აეხსნა ჩემი მდგომარეობა, რათა მას თავის მხრივ მეუფისთვის გადაეცა, რომ ჩემთვის ელოცა და აეცდინა ეს განსაცდელი. დღეს კიდევ ვიყავი ექიმთან და დათვალიერების შემდეგ გაკვირვებულმა მითხრა, რომ ოპერაციას გადარჩენილი ხარო! არ ვიცი ისეთი გახარებული და გაოგნებული ვარ...! ჩვენი მადლიანი მეუფის ლოცვით უფალმა შეისმინა და მოწყალება მოიღო ჩემზე - ამარიდა ეს განსაცდელი! მადლობა ბ.ნ გიორგი ლაზსაც ყურადღებისთვის; მადლობა ჩვენი პატრიარქის - ილია მეორის უერთგულეს მადლიან მეუფეს, რომ შემეწია ლოცვებით და ასევე მადლობა უფალს ყველაფრისათვის!

 

ნინო ყიფიანი

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! 2023 წლის მარტის დასაწყისში ჩემს 3 წლის შვილიშვილს ანიტას, რომელსაც 4-5 დღის განმავლობაში ჰქონდა სიცხეები 39, 40, 40,5 - ექიმთან ვიზიტის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ შეიცვალა, პირიქით, საღამოს სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა და მათაც ეჭვის ქვეშ დააყენეს ბავშვის მდგომარეობის მოკლე დროში გაუმჯობესება, რადგან თურმე ანგინას ზედ დაემატა ქუნთრუშაც! როგორც მათ აგვიხსნეს, ამ ორი დაავადების ასეთი უიშვითესი დამთხვევა მედიკამენტოზური წესით იკურნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მიმდინარეობს უმძიმესად.... მივმართეთ გიორგი ლაზს. მეუფის ლოცვით დღეს 7 მარტს ანა, (ანიტა) მერცხალივით წამოფრინდა საწოლიდან! არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უერთგულესი მეუფის, ბ.ნი დავით-იოანეს, გიორგი ლაზისა და ქ.ბ.ნი ნინოს მიმართ, რომელმაც მირჩია მიმემართა მეუფის ლოცვითი ღვთისმიერი კურნებისათვის. ასეც მოვიქეცი! მას შემდეგ, ვმადლობ უფალს და მიხარია, რომ ჩემს ოჯახსაც შეეხო ჩვენი საყვარელი მეუფის მადლიანი სასწაულებრივად მაკურნებელი ხელი.

 

ლია ხარატიძე

2022 წლის 23 ნოემბერს ჩემი შვილი მოყვა ავტო ავარიაში რა დროსაც დაუზიანდა თავი - რამდენიმე ადგილას იყო გატეხილი; ასევე ტვინში ოყო სისხლჩაქცევა; ასევე ჰქონდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, რა დროსაც დაზიანდა ფილტვი; ასევე ჰქონდა ხორხის დაზიანება. 2 კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით მართვით სუნთქვაზე. იყო უმძიმეს მდგომარეობაში... ექიმების თქმით გადარჩენის შანსი იყო მინიმალური... მე მივმართე ბატონ გიორგი ლაზს რომელმაც აცნობა ბატონ დავით-იოანეს, რათა გადაეცა ეს ამბავი ჩვენი პატრიარქის უერთგულეს მეუფეათვის, სინოდში და უფლის ძალით და მეუფის ლოცვით მოხდა სასწაული და დღეს ჩემი შვილი სახლშია!!! უფალმა დალოცოს ჩვენი მეუფე და გააძლიეროს უხილავ მტერთან ბრძოლაში❤ვინ ექიმიც მის ჯანმრთელობის ფორმა 100-ს ნახულობს, გაოცებულები კითხულობენ ეს ბავშვი ცოცხალი როგორააო!?

 

ეთერი მაღლაფერიძე

მეგობრებო, დღეს 2023 წლის 16 თებერვალს ისეთი სასწაული მოხდა, აქ რომ არ დავწერო არ შემიძლია! ვარ საზღვარგარეთ მომვლელი მოხუცი ბებოსი. ეს რამოდენიმე დღეა რაც ბებო გადაიყვანეს საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში და ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი არ არსებობსო... ამიტომ მივმართე ნინო ივერიელს, რათა ბატონ გიორგი ლაზს ეს ამბავი გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისთვის და მეუფისათვის. როგორც კი ნინომ მომწერა, რომ გადავეციო, უცბად ვოცაპით მირეკავენ ბებოს ნათესავები, რომ ბებო გადარჩა და კარგადაა, დაგვიბრუნდი და გააგრძელე ბებოს მოვლაო!!! გაოგნებული ვარ და ამ სასწაულით აღფრთოვანებული ვარ! მადლობა პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს ჩვენს მეუფეს და ბ.ნ დავითს, ბ.ნ გ.ლაზს და ნინოს! არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო ამ სასწაულით გამოწვეული აღფრთოვანება და სიხარული!

 

ზაზა მიქიანი

საღამო მშვიდობის მეგობრებო, დაგლოცოთ და გაკურთხოთ უფალმა,და რაც მთავარია გვამრავლოს უფალმა მოძრაობა ძლევაი საკვირველში, მინდა ორიოდე სიტყვით გადმოგცეთ რაც ჩემი თვალით ვნახე აქ ვოლგოგრადში და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის კერძოდ ერთი ჩემი ახლობელი იყო ძალიან მძიმედ, ექიმებს ხელი ქონდათ ჩაქნეული ვერ გადარჩებაო მეტასტაზებია ორგანიზმში გასულიო, მეუფის ლოცვის შემდეგ მოხდა სასწაული და განიკურნა, აგრეთვე შარშან მამიდაშვილი 5 დღე დაკარგული იყო პოლონეთში ამის შესახებ შევატყობინე ბატონ გიორგი ლაზს რათა ეს ამბავი გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისთვის და მეუფისათვის, დაახლოებით 2 საათში მამიდაშვილი გამოჩნდა!!! მადლობა ბატონ გიორგის, მადლობა მეუფეს და მადლობა უფალს!

 

ნინო ნახუცრიშვილი

მეგობრებო, მეც დავწერ, რომ რაც ამ მოძრაობაში ვიმყოფები უამრავი სასწაული მოახდინა ჩვენმა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესმა და ჩვენმა უსაყვარლსმა მეუფემ! მე პირადად ბევრჯელ მიშველა მაგრამ ახლა მინდა მოგიყვეთ ჩემი ბიჭზე მეუფის მიერ აღსრულებულ სასწაულზე!
ჩემს შვილს ექიმმა დაუდგინა, რომ ბუასილის ოპერაციის გაკეთებაა საჭიროო და ვნერვიულობდით... შეწუხებულმა მე ბ.ნ გიორგი ლაზს მივწერე ეს ჩემი გასაჭირი, საღამო ხანი იყო და ბ.ნ გ. ლაზმა ბ.ნ დავითის მეშვეობით გადასცა მეუფეს ჩვენი ამბავი. გათენდა მეორე დღე და ექიმთან, რომ მივედით გაკვირვებულმა გვითხრა, რა მოხდა ოპერაცია აღარაა საჭიროო!! პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის ამ სასწაულით ჩემმა ქმარ-შვილმა დაიწყო ჩემი ხატების კუთხის წინ დილა-საღამო ლოცვანის კითხვა!!!

 

ნინო ბეჟანიშვილი

ჩემს შვილს 5 წლის ასაკში წაერთვა ხელი, ფეხი, თვალები დაუელმდა, გონებრივადაც არასასიამოვნო საქციელები ქონდა. წავიყვანეთ და დაუდგინდა უსაშინლესი დაავადება გიიენ-ბარეს სინდრომი. დაგვჭირდა ძვირად ღირებული წამალი იმუნოგლობულინი, რომელიც საქართველოში არ იშოვებოდა.  შევატყობინე ბატონ გიორგი ლაზს, რათა ეს ამბავი გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისთვის და ღვთივკურთხეული მეუფისათვის, სინოდში. მისი სასწაულებრივი ლოცვების შემდეგ უსწრაფესად შეგვიგროვდა მეგობრებისგან 10 000 ლარი და მეგობარმა უკრაინიდან სასწრაფოდ ყოველგვარი დაგვიანების გარეშე ჩამოგვიტანა ეს წამალი. მთავარი სასწაული კი ისაა, რომ 5 დღეში ჩემი შვილი ფეხზე იდგა!!! მთელი „იაშვილის“ კლინიკა იძახდნენ ამას ქვია ნამდვილი სასწაულიო! საქმე იმაშია, რომ ამ დაავადების გადატანის შემდეგ ძალიან ბევრ უკურნებელ პრობლემებს ტოვებს ადამიანში... ჩემი შვილი კი უნაკლოდ აღსდგა! ვისზეც ვიგებთ ამ დაავადებამ ზოგს გულყრა დაუტოვა, ზოგს ბარბაცით სიარული... ერთი ბავშვი საწოლიდანაც კი ვეღარ დგება, გიიენ-ბარეს სინდრომის გადატანის შემდეგ! ხოლო იშვიათი ვინც გამოდის მდგომარეობიდან, ამას ძალიან ბევრი წლები სჭირდება ხოლმე! დღეს ჩემი შვილი კარგი მოსწავლეა სკოლაში, დადის ცეკვაზე, ჭიდაობაზე, ჭადრაკზე და კომაროვის სკოლაში. უდიდესი სასწაული აღავლინა ქრისტე მაცხოვარმა მეუფის ხელით, ჩემი შვილზე, ამიტომ ჩემს შვილს მეუფის შვილს ვუწოდებ! ეს მხოლოდ ერთერთი სასწაულია მეფისგან....  უთვალავი სასწაული ვიხილე და ყველას დაგიწერ თანდათან...

მოგიყვებით კიდევ ერთერთ უდუდეს სასწაულს მეუფისგან! ჩემი მულიშვილი ღამით ნასვამი გაიპარა სახლიდან მოტოციკლ „კავაზაკით“ და მოუვიდა ავარია. მთელი ღამე ვერ ვიპოვეთ, გამთენიისას ერთმა კაცმა დაინახა ტბასთან ახლოს წყალში ეგდო სისხლად დაცლილი. გადავიყვანეთ უგონო მდგომარეობაში, ფილტვები დაჟეჟილი, ელენთა ამოარიდეს, თირკმელები დაჟეჟილი, გულის პარკუჭში სითხე. პანკრიასი დაჟეჟიჟი, კისლატასავით შხამი გადმოსდიოდა პანკრიასიდან და ორმოცზე მეტი სიცხეები ქონდა, თავი დაზიანებული, ტვინის ზოგი უჯრედები გათიშული ქონდა, რადგან უსისხლოდ ბევრი საათები გაატარა, ფეხებზი დალეწილი ბარძაყებში, ნეკნები და მხარი დალეწილი, 2 თვე უგონოდ იწვა, გადარჩენის შანსი ნული იყო, თან ფეხების ამპუტაციაზე იყო ლაპარაკი! მერე მივმართეთ „მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ ლიდერს ბ.ნ დავით ამაშუკელს, რათა მის სულიერ მოძღვარს - ჩვენი უწმინდესის პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს მეუფეს ელოცა ჩვენთვის. მეუფემ ყველაფერი მოკლე პერიოდში სრულად აღუდგინა!!! პანკრიასი სადაც ქირურგიული ჩარევა არ ხდება და მედიცინა უძლურია - აღუდგა! ტვინის უჯრედები არ აღსდგა მაგრამ სასწაული გონება აქვს! ფეხების ამპუტაციასაც გადავრჩით, მეუფის ლოცვით! გული და თირკმელები მწყობრში ჩაუდგა! ღმერთო რა იხილა ჩემმა თვალებმა!!! მთელი საავადმყოფო გაკვირვებული დარჩა - მკვდრეთით აღადგინა მეუფემ, ჩემი მულიშვილი! დიდება უფალს და მის მადლს, რათა სინოდში პატრიარქს ასეთი სასწაული მეუფე მოუვივლინა! ნეტა ყველამ ირწმუნოს ამ მოძრაობისა და  მეუფის დიადი მადლისა!!!

 

 

კონსტანტინე ჩხოლარია

მშვიდობა. დიახ, ჩემი თანასოფლელი ახალგაზრდა მოტოციკლიდან გადმოვარდა, ჩაფხუტი არ ეხურა. სასწრაფოდ ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი. გადარჩენის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, როგორც მითხრეს და ექიმები გადარჩენის მინიმალურ შანსსაც კი არ იძლევოდნენ... გიორგი ლაზის მეშვეობით ვითხოვე ბ.ნ დავით-იოანეს, რათა მის სულიერ მოძღვარს - პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს მეუფეს, მისთვის ელოცა. სასწაულებრივად ძალიან მოკლე პერიოდში გონზეც მოვიდა და დღეს მოტობლოკითაც მუშაობს! ყველა ამბობს წესით თავს უნდა უფრთხილდებოდეს და არ უნდა მუშაოდესო, მაგრამ ჩვეულებრივ ჯანმრთელ რეჟიმშია და მართლაც ღმერთმა გადაარჩინა, მეუფის ლოცვით!!! მეორე ამბავსაც მოვყვები: მამაოს ბავში ისე ცუდად გაუხდა, რომ თბილისში გადასაყვანი შეიქმნა... ისევ ვთხოვე მეუფეს გიორგი ლაზის მეშვეობით, რომ მისთვის ელოცა და მართლაც ბავშვი სასწაულებრივად მალევე გამოკეთდა!!! დიდება უფალს, რათა მოგვმადლა პატრიარქ ილია მეორის ასეთი უერთგულესი მეუფე!!!

 

ლალი სამსონია

დიდება და მადლობა უფალს! მე მკვდარი გამაცოცხლა! პანდემიის პერიოდი იყო და დედაჩემი მხოლოდ იმასღა ნატრობდა აღდგომამდე როგორმე სული მიმეტანა, რომ გზები გახსნილიყო და ჩამოსვენება შეძლებოდათ... დღეს ისე ვარ პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის ლოცვის წყალობით, რომ ვერც კი ვიაზრებ, მე თუ გადავიტანე ეს ყველაფერი! უფრო ვრცლად აქ მაქვს აღწერილი.

 

 

ესაა მცირედი იმ სასწაულებთაგან, რომელიც უფალმა მოგვმადლა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის მარჯვენით! ღვთის შეწევნით დრო და დრო აქ დავამატებთ ხოლმე ახალ სასწაულებრივ კურნებებს! ამიტომ ხშირად ეწვიეთ ხოლმე ამ გვერდს. დიდება უფალს!!!

ნებისმიერს შეუძლია გადავიდეს ზემოთ ჩამოთვლილი თვითმხილველთა ფეისბუქ გვერდზე, მათ სახელებზე დაჭერით და პირადად გაესაუბროს მათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უერთგულეს წმინდა სინოდის წევრ მეუფეს, უფლისადმი წმინდა ლოცვებით, უამრავი სნეული ჰყავს სასწაულებრივად განკურნებული, მათ შორის კიბოს 4-ე სტადიის მქონენიც! რა თქმა უნდა აბსოლიტურად უფასოდ! ოღონდ აუცილებელი მოთხოვნა ის არის, რომ პატრიარქ ილია მეორის სამწყსოში უნდა იყოს, ანუ უნდა ემორჩილებოდეს მის კურთხევას: უნდა იყოს მონათლული და ეკლესიურად მაცხოვრებელი ადამიანი (ან უმოკლეს პერიოდში უნდა მიისწრაფვოდეს მოძღვრის აყვანისკენ, ანუ გაეკლესიურებისაკენ). გარდა ამისა უნდა დაგმოს და განუდგეს ისეთ პარტიებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით არიან ეკლესიისა და პატრიარქ ილია მეორის მხარეს, ხოლო საქმით კი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციულ კანონზე“ ან ე.წ. „გეი-მემორანდუმზე“ აქვთ ხელი მოწერილი, რაც სინამდვილეში ნიშნავს გეი-პროპაგანდას!  ამ აპოსტასიის ჟამს სინოდში სასწაულთმოქმედი მეუფე უფალმა იმიტომ მოგვივლინა, რომ დღეს ჩვენს უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ ამდენი ბინძური ცილისწამებაა (საქართველოს დამონებისათვის მტერმა უპირველეს სამიზნედ სწორედ ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი ამოარჩია და მას ებრძვიან გარედან დაფინანსებული ადგილობრივი იუდებით) და ამ აშკარა სასწაულების მხილველნი კი  არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვუდგეთ პატრიარქს, რადგან ეს სასწაულები მოწმობს, რომ პატრიარქ ილია მეორესთან და მის უერთგულეს მეუფესთან არის სამყაროს შემოქმედი უფალი ღმერთი ჩვენი!!! წმ. მამა გაბრიელმა ანდერძად დაგვიტოვა შემდეგი სიტყვები: „ვინც პატრიარქ ილია მეორეს განუდგება, ის უკვე სექტაა“-ო. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსააწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

ეკლესიის ისტორიაში საკმაოდ არიან ასეთი სასწაულთმოქმედი სასულიერო პირები, რომლებიც თავმდაბლობის გამო გარკვეულ დრომდე არ უცხადებდნენ საზოგადოებას თავის ვინაობას. მით უმეტეს ჩვენს ე.წ. სეკულარულ-გეი-წყობის პირობებში ასეთი სასულიერო პირების გამჟღავნება მტრის წისქვილზე დაასხავს წყალს! საქართველოს მტრებმა კარგად იციან, რომ ვიდრე, ჩვენი უსაყვარლესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაშანტაჟებული ჰყავთ ერაყიზაციით, სირიიზაციით, უკრაინიზაციით, იქამდე დამონებულია საქართველო. გეი-ევრო-აშშ-ური ქოც-ნაცების ზეწოლით სინოდს ასეთი შანტაჟით მიაღებინეს განჩინება, რომლის თანახმად ნებისმიერი სასულიერო პირი ვინც კი პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში, ყველა ასეთს ჩამოერთმევა სასულიერო ხარისხი - შესაბამისად ღვთისგან სამღვდელმთავრო მადლიც! სამღვდელმთავრო მადლის გარეშე კი ანტეს სისტემის დამარცხებას ვერცერთი მოძრაობა ვერ შეძლებს! ამის გამო პატრიარქი ღიად ვერ მისცემს კურთხევას მღვდლებს, რომ მრევლი გაერთიანდეს ჩვენს მოძრაობაში, ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად! მრევლიც და მამაოებიც თავად უნდა მიხვდნენ, რომ სწორედ პატრიარქის მოძრაობაა "ძლევაი საკვირველი" და მხოლოდ ჩვენი მოძრაობის ხელისუფლების სათავეში მოსვლით გაუქმდება ყველა ის გარყვნილი კანონები, რომლებიც საქართველოში 30 წელზე მეტი ხანია რაც მოქმედებს, სეკულარული სისტემის საფარქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში. უკვე ნათლად დავინახეთ ამ 30 წლის განმავლობაში რა არის ეს "სახელმწიფო საქმეები"! 1) საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბილწი გენდერული თეორიების შეტანა სწავლებისა და პრაქტიკის მიზნით, რომლის მიზანია ბიჭუნების კასტრირება და გოგონების სტერილიზაცია, რასაც სქესის შეცვლას ეძახიან ევრო-აშშ-ში და რომლის საბოლოო მიზანი სულიერი და ხორციელი წარწყმედაა! 2) სოდომიზმის პროპაგანდა ტელე-არხებით და მასობრივი მსვლელობებით! 3) ბავშვების ოჯახებიდან ჩამორთმევა და სხვაზე გაშვილება 800₾არიანი სახელმწიფო მეურვეობიდან "ატკატის" გზით 400₾არზე ხელის მოთბობა! 4) 300 ათასი ირან-თურქეთ-ინდო-ჩინელ-სირიელ..-ების საქართველოში შემოსახლება და მოქალაქების მიცემა - მიწების მიყიდვა! არის 5)-ც 6)-ც და ა.შ. და ესაა დღეს მოქმედი სატანური კანონები, რათა ამ ეგრედ წოდებულ "სახელმწიფო საქმეებში" ეკლესია არ ჩაერიოს და ამას ქვია ევროპულად „სეკულარული სახელმწიფო“! ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლით კი ზემოთ ჩამოთვლილ სატანურ კანონებსაც გავაუქმებთ და ასევე ა) არ დავუშვებთ საქართველოში ანტეს 666 ბეჭდიან ციფრული ფულის სისტემურ ჩიპიზაციას ბ) არ დავუშვებთ ნანონაწილაკებიან ვაქცინაციას გ) აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა! და ა.შ.

ამას, რომ თავისით მიხვდეს ყოველი ქართველი ამისათვის: 1) უფალი აღავლენს ჩვენს მოძრაობაში უამრავ სასწაულებს, პატრიარქის უერთგულესი მეუფის მარჯვენით 2) ჩვენი მოძრაობის ლიდერი ბ.ნი დავით ამაშუკელი მწერალთა კავშირის არალიბერასტულმა ნაწილმა საპატიო ტიტული — "მეორე შოთა" უწოდა!!! ბატონი დავით ამაშუკელი არის ავტორი ეპიკური პოემისა „ეს ხალიბური ხმალია". სასწაულებრივად ეს პოემა „ვეფხისტყაოსნის" ანალოგიურია - 2500-მდე სტროფისგან შედგება, ყველა სტრიქონი 16 მარცვლოვანია, რომლის ყოველი 8-ე მარცვალი სიტყვის ბოლოზე მოდის და ყოველი სტროფის ოთხივე სტრიქონი ერთნაირად (ომონიმებით) ბოლოვდება!!! 3) მხოლოდ ჩვენი „მოძრაობა ძლევაი საკვირველი“ არის სამხედრო ნეიტრალიტეტისა და ბევრ ისეთი პოლიტიკური ვექტორის მხარდამჭერი, რომელსაც ქადაგებდნენ ჩვენი სულმნათი წინაპრები! არის 4), 5) და სხვა მრავალი ფაქტორი, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ღვთის ნებით ეს ერთადერთი და არა ერთერთი მოძრაობაა, რომელშიც უნდა გაერთიანდეს სრულიად საქართველო!

იმისათვის, რომ შემოგვიერთდეთ „მოძრაობა ძლევაი საკვირველში“, ამისათვის დაუკავშირდით ჩვენი მოძრაობის სოც-ქსელების ადმინს — გიორგი ლაზს

ამ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/giorgi.lazi

უკან

გამოკითხვა

ქართველი ასეთ მძიმე განსაცდელში არასოდეს ყოფილა!!! ანტიქრისტეს აქვს გეგმა: გენეტიკურად გადააგვაროს ჩვენი ერი; გაანარკომანოს; გაამამათმავლოს და გაალესბოსელოს ჩვენი მომავალი თაობა; სექტების მომრავლებით ცდილობს ეკლესიისაკენ მიმავალთ თავგზა აუბნიოს. ამის განსახორციელებლად სჭირდება გააკონტროლოს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან კანქვეშ დაჩიპული ადამიანები, რათა ხელი შეუშალოს ვინც კი მას წინ აღუდგება მიტინგებითა თუ სხვა საპროტესტო აქციებით. სწორედ ამ გოლბალური ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის შესაქმნელად უკვე მიიღს საქართველოში შესაბამისი კანონები: ა). 300 ათასს ირანელს, თურქს, ინდოელს, ჩინელს, ერაყელს და სხვა ემიგრანტს მისცეს საქართველოში მუდმივმაცხოვრებლის სტატუსი ბ). ამ უცხოელებზე გაიყიდა უზარმაზარი მიწები გ). მარიხუანას ლეგალიზაცია დ). საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მამათმავალ-ლესბოსელი „მასწავლებლების“ მუშაობისათვის ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, ასეთი სიტყვებით: "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური უმცირესობა"; ე). იუვენალური იუსტიციის კანონი, რომელიც სოციალურ აგენტს აძლევს, მშობლებისათვის, ბავშვის ჩამორთმევის უფლებას, რითაც გზა გაეხსნა თანამედროვე ე.წ."ბავშვ ტყვეთა სყიდვას"; ვ). ეტაპობრივად: I სკოლებში მამათმავლობის პროპაგანდისტული საგნების შეტანა; II ჯარში მამათმავლობის ლეგაიზაცია; III ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია; IV ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მამათმავლობის ფსიქიატრიულ დაავადებათა სიიდან ამოღება. V გარყვნილების საჯარო პროპაგანდა. ზ). ჩიპიანი (უალტერნატივო) პირადობის მოწმობების დანერგვა, რათა უახლოეს მომავალში „უმტკივნეულოდ“ მოხდეს კანქვეშა ინპლანტი RFID ვერიჩიპების ჩანერგვა მოქალაქეთა სხეულებში. თ). სექტების ლეგალიზაცია. ი). კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაცია. განა ასეთ განსაცდელში ყოფილა როდესმე ჩავარდნილი ჩვენი სამშობლო? გთხოვთ მიიღოთ გამოკითხვაში მონაწილეობა — ქვედა სამი პოზიციიდან აირჩიეთ თქვენთვის მისაღები პოზიცია:
მხარს ვუჭერ შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის სისტემის მიერ მიღებულ კანონებს
"მოძრაობა ძლევაი საკვირველის" პოსტების გაზიარებით ვეწინააღმდეგები შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის სისტემის მიერ მიღებულ კანონებს, რათა თანამოაზრეთა შემოკრების შემდეგ ქუჩაში მოვაწყოთ გადამწყვეტი მიტინგი!
კრესლოში მოკალათებული შორიდან ვაკვირდები საქართველოს ყოფნა არ ყოფნისათვის მიმდინარე ამ ბრძოლის ველს