(შევსება არასავალდებულოა)

ამ გეგმის პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს ეკლესიის ნეიტრალიზაციას, რაც 2005 წელს წარმატებით განახორციელეს სააკაშვილის რეჟიმით - წმინდა სინოდს მიაღებინეს განჩინება, რომლის თანახმადაც ყოველი მეუფე, მღვდელი ან დიაკვანი, რომელიც "ჩაერევა პოლიტიკაში", გაუფრთხილებლად დაიყვანება ერისკაცობამდე, ანუ აღარ იქნება სასულიერო პირი❗ შესაბამისად ამ თავსმოხვეული განჩინებით მრევლს, ანუ საქართველოს ყველაზე პატრიოტულ ნაწილს არ აქვს იმის კურთხევა, რომ შექმნას საქართველოს ლგბტ-ზაციისა და 666ჩიპიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობა❗

ფაქტი სახეზეა - დღემდე საქართველოში ღიად არ არსებობს არცერთი პოლიტიკური მოძრაობა, მეუფის ოფიციალური კურთხევით, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს საქართველოს ლგბტ-ზაციასა და 666ჩიპიზაციას❗  მასონებმა კარგად იციან ეკლესიისა და სამრევლოს წესები, რომ ვერცერთი მაზიარებელი მრევლის წევრი კურთხევის გარეშე ვერ გაწევრიანდება ვერანაირ მოძრაობაში. ამგვარად განეიტრალებული მრევლის, ანუ ყველაზე პატრიოტული ნაწილის პოლიტიკური ველიდან გაყვანის შემდეგ, მასონებმა მეორე ეტაპიც წარმატებით განახორციელეს, როდესაც 2014 წელს პარლამენტს 104 ხმით მიაღებინეს ე.წ. "ანტიდისკრიმინაციული კანონი"❗ ჩვენი ბრძენი პატრიაქი რა თქმა უნდა ამ დამღუპველ პროცესებს გულხელდაკრეფილი ვერ დაუწყებდა ყურებას: მაშინ ქუთაისში, მხოლოდ ჩვენმა "მოძრაობა ძლევაი საკვირველმა" გააპროტესტა ეს ფაქტი (არსებობს ფოტო-ვიდეო მასალაც)❗

ლგბტ-ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების მერე, რომ დაინახა "ქართულმა ოცნებამ" პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი ჩვენი დაფარული მეუფის სასწაულები - 2014 წლიდან დაწყებული მიწისძვრებითა და შოვის ტრაგედიით დამთავრებული, დაფიქრდნენ და მიიღეს ლგბტ-პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი. ამ მიწისძვრების ეპიცენტრებს შორის მანძილები სასწაულებრივად სიმეტრიულადაა დამთხვეული, დროშიც და სივრცეშიც❗❗❗ ამის მათემატიკური მტკიცებულება გამოვაქვეყნეთ აქ: https://xorumi.com/n41 და ამიტომ დაშინდნენ, ღმერთისგან და 2024 წლის აპრილში მიიღეს ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონი❗

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს ჩვენს მეუფეს ეს რომ არ ექნა, ზუსტად საბერძნეთის დღეში ვიქნებოდით დღეს, სადაც სკოლებში და ბაღებშიც კი სქესის შეცვლისა და ლგბტ-პროპაგანდა მიმდინარეობს❗ ამიტომ ღვთის გმობას უტოლდება, ასეთი მეუფის სასწაულები და საქმეები იცოდეს კაცმა და მაინც მიატოვოს იგი, მხოლოდ იმიტომ რომ შეცდომაში შეყვანილი რამოდენიმე მამაო ან მეუფე ამბობს "პარტიებს არ გაეკაროთ, არ შეხვიდეთ"-ო...

ამასობაში კი რუსეთთან ომზე და ლგბტ პროპაგანდაზე უარესი გვიახლოვდება - ნაღდი ფულის ამოღებას აძალებენ, "ქართულ ოცნებას"❗ ამიტომ არჩევნებამდე უნდა დაგვიდონ პირობა, რომ ნაღდ ფულს არ გააუქმებენ, თუ უნდათ ჩვენი მოძრაობის მხარდაჭერა❗ ნაღდი ფულის გამაუქმებელი სისტემა ანტეს წყეული 666 ბეჭდის სისტემაა და მეტი არაფერი❗ ჩვენი სასწაულთმოქმედი მეუფე კი (იხ. აქ სასწაულებრივი კურნებანიც https://xorumi.com/n95 ), ბ.ნი დავით ამაშუკელის პირით ( იხ. მასზე https://xorumi.com/n82 ), 10 წელზე მეტია უკვე რაც იბრძვის ამაზეც❗ არც "ალტინფო", არც "ობიექტივი", არც არავინ ხმას არ იღებენ ნაღდი ფულის გაუქმების საწინააღმდეგოდ და ბნელებადაც კი მიაჩნიათ ვინც ნაღდი ფულის გაუქმებას ეწინააღმდეგება❗ ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ არა აქვთ ეკლესიური კურთხევა არცერთი მეუფისგან❗ ასეთი კურთხევა კი მხოლოდ ერთ მოძრაობას უნდა ჰქონდეს, რათა მრევლის ხმები არ გაიყოს - და ამიტომ მხოლოდ ჩვენს მოძრაობას აქვს პატრიარქის უერთგულესი სასწაულთმოქმედი მეუფის ეკლესიური ღვთივკურთხევა❗❗❗ და ასეთ ვითარებაში მეუფემ შეაჩეროს ჩვენი მოძრაობა და არ ჩაერიოს ე.წ. "პოლიტიკაში"❓❗ ვერ ეღირსებიან ამას, 30 ვერცხლზე გაყიდული გადაცმულნი, ეკლესიაში შემოპარულნი პატრიარქისა და ღვთის მტერი ზოგიერთი იუდები❗ მათი ქიროტონია დღეებს ითვლის❗❗❗

ჩვენ ამ მოძრაბაში ვიმყოფებით, მართლმადიდებლობისა და პატრიარქ ილია მეორის ერთგული მამაოების ფარული კურთხევით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიურად მაზიარებელი მრევლი ვართ❗ აი ამ სტატიას ვისაც წააკითხებთ (ზემოთ მითითებული ყველა ბმულის დეტალური განხილვით), 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ეკლესიის ნებისმიერი ერთგული მამაო და მეუფე მოგცემთ კურთხევას ამ მოძრაობაში შემოსასვლელად❗❗❗ თორე ასე თუ არ აუხსნით, ნუ გგონიათ, რომ უკვე ყველა მეუფემ იცის ჩვენი მოძრაობის შესახებ, რადგან პატრიარქი არავის უმხელს ჩვენი მეუფის ვინაობას, ზემოთ აღწერილი ურთულესი ვითარებისა გამო - საერო ნაწილისათვის კი ისეთ საინფორმაციო ვაკუმში მოგვაქციეს დიდმა პარტიებმა, რომ ბევრს ჩვენი მოძრაობის სახელიც კი არა აქვს გაგონილი❗, მიუხედავად იმისა რომ უკვე 20 ათასზე მეტნი ვართ კონსერვატიულ "მოძრაობა ძლევაი საკვირველში". მიუხედავად ამ სირთულეებისა, ყველა კანონიერი გზით უნდა აღვკვეთოთ მასონების ეს 30 წლიანი დამღუპველი გეგმა. თუ ხელისუფლება არჩევნებამდე დადებს პირობას, რომ ნაღდ ფულს არ ამოიღებენ მიმოქცევიდან, როგორც უკვე დასაწყისში ავღნიშნეთ - მხარს დავუჭერთ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და მზად ვართ ჩვენი 5 დეპუტატით შევუერთდეთ საპარლამენტო საქმიანობას, საქართველოს სასიკეთოდ❗ 

ჩვენი მოძრაობის საბოლოო მიზანი კი არის უფლის მეორედ მოსვლის სალოცავ ნიშთან (წყალთხიდთან) რაც შეიძლება მეტი მორწმუნე ეკლესიურად მაზიარებელი ადამიანის აყვანა. მანამდე კი მისი უწმინდესობის ფარული კურთხევით მიმდინარეობს მორწმუნეთა ინფორმირება-შეკრება ჩვენს მოძრაობაში - ამისათვის კი უკვე დღეს არის დამდგარი ეს გამოცდა ყველას წინაშე (მათ შორის მამაოებისა და მეუფეების წინაშეც კი) - ვართ თუ არა ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქ ილია მეორის სიტყვების მორჩილნი, ანუ "გვწამს თუ არა, რომ უფლის მეორედ მოსვლა იქნება პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლეში❓" შეგახსენებთ პატრიარქის ქადაგებებს, რომლებიც ამ ვიდეოებზეა აღბეჭდილი:




დეკანოზი არჩილ მინდიაშვილიც ამოწმებს პატრიარქის ზედა ორ ქადაგებას, რომ უფლის მეორედ მოსვლა მოხდება პატრიარქ ილია მეოირის სიცოცხლეში❗❗❗



პ.ს. დასაწყისში https://xorumi.com/n41 ხსენებული მიწისძვრებისა და ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად მომწყდარ ადამიანებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება არა პატრიარქის უერთგულეს სასწაულთმოქმედ ღვთივკურთხეულ ჩვენს მეუფეს, არამედ იმათ ვინც ეს ღვთის მგმობი დადგენილებები და კანონები მიიღო❗ ყოვლადწმინდა სამების დამოკიდებულება სოდომიის ცოდვის დაკანონებისადმი მარად უცვლელია❗❗❗

პ.პ.ს. ფეისბუქმა წაშალა ეს პოსტი და სწორედ ამის მერე ვაქვეყნებთ ამ ვებგვერდზე❗ "ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს❗" (მარკოოზის სახარება, თავი მეოთხე, მუხლი მეცხრე)


უკან

გამოკითხვა