მეგობრებო, ქვემოთ ჩამოთვლილია სასწაულებრივი კურნებანი, რომელიც უფლისადმი მხურვალე ლოცვით აღასრულა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესმა მეუფემ! თქვენ შეგიძლიათ თვითმხილველთა ლურჯად მონიშნულ სახელებს დააწვთ და პირადად გაესაუბროთ მათ:
გვერდი 1
მეც მინდა მოგიყვეთ ღვთისგან სასწაულებრივად განკურნებული ჩემი ძალიან ახლობელი მორწმუნე ქალის ამბავი! ამ ქალს, ნათლობის სახელით მარიამს, აღმოაჩნდა ყურის არეში სიმსივნე. ექიმი ეუბნევოდა, რომ თუ არ გაიკეთებ ოპერაციას ვერ გადარჩებიო, ხოლო თუ გაიკეთებ, შეიძლება წელს ქვემოთ მოწყდე და მხედველობა ან მეტყველება დაკარგოვო! საწყალი ქალი გადარეული იყო... 2024 წლის 20 ივნისს გიორგი ლაზს მივწერე თხოვნით, რომ ბატონ დავით ამაშუკელს ეს ამბავი გადაეცა თავისი მოძღვრისთვის, პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფისათვის, რათა მას ოპერაციის დღეს ელოცა უფალი ღმერთის წინაშე, მარიამის გადარჩენისათვის. ჰოი, საწაული უფლისა! გუშინწინ გაიკეთა ოპერაცია და დღეს პალატაში, ჭამის შემდეგ, ფეხზეც გაიარა და არც დაბრმავებულა და არც მეტყველების უნარი დაუკარგავს! მისი ექიმი და მთელი საავადმყოფო გაკვირვებულია და ადიდებენ მაღალ ღმერთს! მადლობა ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, მის უერთგულეს ამ სასწაულ მეუფეს, რომლის წმინდა ლოცვებით ასეთი შეწევნა გვაქვს მორწმუნეებს! მადლობა მის სულიერ შვილს - ბატონ დავით ამაშუკელს, რათა თავის მოძღვართან გვაკავშირებს! ამინ! ამინ! ამინ!
2024 წლის 4 ივლისი, 10:47
მეგობრებო, მინდა გიამბოთ ჩვენი მეუფის ლოცვის კიდევ ერთ სასწაულზე: ——— ჩემს დას 2 თვის წინ ბრიტანეთის 2 ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ კლინიკაში გამოკვლევებით უვარაუდეს ლიმფური კვანძების სიმსივნის დიაგნოზი. ამ შოკის მომგვრელი ამბის შემდეგ, რა თქმა უნდა თავიდანვე დასახმარებლად მივმართე ბ.ნ გიორგი ლაზს, რათა გადაეცა ბატონი დავით ამაშუკელისათვის, რომ ჩვენს მეუფეს აღევლინა ღვთისადმი წმინდა ლოცვები, ჩემი დის გადასარჩენად. პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი ჩვენი მეუფის ლოცვების მადლით მოხდა სასწაული — მორფოლოგიური ანალიზით სრულიად გამორიცხეს სიმსივნის დიაგნოზი!!! მადლობა უფალს და მადლობა ჩვენს მეუფეს! კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩემი არჩევანი — ვიყო კონსერვატიული მოძრსობა "ძლევაი საკვირველის" წევრი, ჩემი ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა!!!! გარდა ჩვენი მეუფის ლოცვითი შეწევნისა, ბევრ შემთხვევაში, როდესაც მიჭირს — გავერკვიო უამრავ თეოლოგიურ საკითხებში, ბატონი გიორგი ლაზის მეშვეობით და ბატონი დავით ამაშუკელის წყალობით ვერკვევი — მიხსნიან, მაძლევენ დეტალურ განმარტებას თუ რატომ და როგორაა ესა თუ ის საკითხი მართებული ან დაგმობილი დედაეკლესიის მიერ, ანუ სწორ გზაზე მაყენებენ, რომელიც არის ჩვენი უფლის და უწმინდესია და უნეტარესი პატრიარქ ილია მეორის გზაზე!!!! რადგან მოგეხსენებათ სოციალურ ქსელში უამრავი გადაცმული, ანუ ცრუ სასულიერო პირი ქადაგებს ბევრი ცდომილებით!!! გაიხარეთ! ყველაფრისათვის უღრმესი მადლობა! <3 <3
2024 წლის 28 მაისი
ჩემო ჭეშმარიტო მართლმადიდებლებო! მადლობა ღმერთს, რომ არსებობთ და ჩემი სულიერი დები და ძმები გქვიათ! მეტირება სიხარულისგან; დღეს ძალიან გამიჭირდა — ჩვენი მეუფის შველა მინდოდა და მერიდებოდა შეწუხება — ჩემი შვილიშვილის ცოლი მშობიარობდა და დილიდან საღამომდე გოგო დაიტანჯა; რომ ვერა და ვერ ამშობიარეს, საღამოს სამშობიაროს ექიმებმა გადაწყვიტეს საკეისრო კვეთით ემშობიარათ, რადგან მედიცინურად სხვა არანაირი შანსი არ არსებობდა!!! თხოვნით მივმართე ნინო ივერიელის; ნინომ და გიორგი ლაზმა ბატონ დავით ამაშუკელს გადასცეს და უფლის სასწაულმაც არ დააყოვნა — ჩვენი მეუფის ლოცვა კურთხევით სულ ერთ საათში ჩვეულებრივი მშობიარობით მოევლინა ქვეყანას ორი ტყუპი გოგონა და გავხდი დიდი ბებია!!! მადლობა უფალს, მადლობა პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს ჩვენს მეუფეს, მადლობა ბატონ დავით ამაშუკელს და გიორგი ლაზს, ასევე ნინო ივერიელს — საკეისროს გარეშე შეუძლებლად მიაჩნდათ ექიმებს, ხოლო ჩვენმა მეუფემ კი, ღვთივკურთხეული ლოცვით ამ ჩემს ორ პატარა ანგელოზ ტყუპ გოგონა შვილთაშვილებს, სამომავლოდ ძამიკოს ყოლის შანსი აჩუქათ! მადლობა თქვენ ჩემო დებო და ძმებო, რომ არსებობთ ამ ქვეყანაზე; დაე გვიყვარდეს ერთმანეთი მარადჟამს!
2024 წლის 22 მაისი
მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი თირკმლის ოპერაციის სასწაული! ექიმებმა დამინიშნეს ქირურგიული ოპერაცია თირკმელზე, რადგან მათი თქმით "ამოსაჭრელი იყო ელენთასთან ერთად!" მე ვიყავი სასოწარკვეთის პირამდე მისული და აღარ ვიცოდი რა მექნა! მივმართე გიორგი ლაზს , რათა გადაეცა ბატონი დავით ამაშუკელისათვის, რომ ჩემთვის ელოცა პატრიარქის უერთგულეს მეუფეს (ბ.ნი დავითის სულიერ მოძღვარს)... დაინიშნა ოპერაცია და ვაცნობეთ მეუფეს 2024 წლის 12 აპრილის შუადღის 12 საათი, საქართველოს დროით... გიორგი ლაზი მამხნევებდა, რომ "ნუ გეშინიათ ქალბატონო ლია, მეუფეს ლოცვით უფალი რაღაც სასწაულს მოახდენს"-ო... სიმართლე გითხრათ მეც მწამდა ამის! ნარკოზიდან, რომ გამოვედი გარშემო ყველა გახარებული და გაკვირვებული დამხვდა, ნათესავებით დაწყებული ექიმებით დამთავრებული! თურმე რომ გამჭრეს, ჩემი თირკმელიც და ელენთაც აბსოლიტურად ჯანმრთელი დახვდათ!!! ამოიღეს მხოლოდ პატარა წანაზარდი თირკმელზედა ჯირკვალზე!!! ამ ფაქტის მერე, ყველანი გაკვირვებულები ვართ, რადგან ყველას ეგონა რომ თირკმელი და ელენთა უნდა ამოეჭრათ, მაგრამ მოხდა ღვთის დიდი სასწაული, პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის დაუღალავი და უწყვეტი წმინდა ლოცვა-ვედრებით, უფლისა მიმართ!!! დიდება და მადლობა უფალს, მეუფეს, ბ.ნ დავით ამაშუკელს, გიორგი ლაზსა და მთლიანად "მოძრაობა ძლევაი საკვირველის" ყველა წევრს!!! ამინ!
2024 წლის 14 აპრილი.
მეგობრებო, მეც გამხადა უფალმა ჩვენი დაფარული მეუფის სასწაულებრივი კურნების ხილვის ღირსი და მინდა გაგიზიაროთ! ძალიან ცუდად მყავდა ანემიით დაავადებული ჩემი დისშვილი ახალგაზრდა გოგო, მაიკო: ყველანაირი ანალიზების მაჩვენებლები დაცემული იყო; საავადმყოფოდან უიმედოდ გაწერეს სახლში, მერე ეს საშინელი ვირუსიც დაემატა და იწვა სახლში ასე... აღარ ვიცოდით რა გვექნა! მერე მოვუყევი ეს ამბავი გიორგი ლაზს და ვთხოვე გადაეცა ბატონი დავით ამაშუკელისათვის, რათა მის მოძღვარს - დაფარულ მეუფეს ელოცა მაიკოსათვის! ჩემი თხოვნიდან 2 დღეში, ანუ დღეს, მეუფემ მოიხსენია მაიკო წირვაზე, კვეთაში და უფლის წყალობით მოხდა უდიდესი სასწაული - მაიკო ფეხზე წამოდგა და გაიარა!!! დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერის სულიერ მამას ილია მეორეს უფალმა წმინდა სინოდში მისცა ასეთი სასწაულთმოქმედი მეუფე! ალილუია, ამინ!
2023 წლის 31 დეკემბერ.
მეგობრებო, ამის ასე უბრალოდ გატარება არ შემიძლია და მინდა გაგიზიაროთ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი ჩვენი მეუფის ეს მორიგი ღვთივკურთხეული სასწაული! გუშუნ 2023 წლის 11 ნოემბრის საღამოს 6-დან ღამის 12-მდე ჩემს შვილ თორნიკეს გულის აჩქარება ჰქონდა და ვერაფრით ვერ დავურეგულირეთ პულსი. წამლებით ყველა უშედეგო მცდელობის შემდეგ მივწერე გიორგი ლაზს, რათა ბატონი დავით-იოანესათვის ეთქვა ეს ამბავი. მან კი დაუყოვნებლივ მოახსენა ჩვენს სანატრელ მეუფეს, რათა ელოცა თორნიკესათვის. არ გასულა 1 საათი და გულის პულსი ნორმაში ჩადგა! დიდება და მადლობა უფალს, რომ ასეთი სწარფშემწე მეუფე მოგვმადლა!!!
ჩემი შვილიშვილი აბიტურიენტი იყო 2023 წელს. ასაკით პატარაა და შეშინებული და დაბნეული იყო. ვთხოვე ბატონ გიორგი ლაზს და მანაც გადასცა ეს ამბავი "მოძრაობა ძლევაი საკვირველის" ლიდერს ბატონ დავით ამაშუკელს, რათა ელოცა მის მოძღვარს, ანუ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის ილია მეორის უერთგულეს მეუფეს. მეუფის ლოცვით დღეს "ჯიპას" წარჩინებული სტუდენტია!
გამოცდიდან რომ გამოდიოდა სოციალურ ქსელში წერდა: " — დღეს ბებიაჩემმა ისეთ სასულიერო პიროვნებას ალოცინა ჩემთვის, რომ საუკეთესოდ დავწერეო!"
ბავშვი მშვიდდებოდა, წყნარდებოდა და კარგად იხსენებდა ნასწავლს!
დიდი მადლობა უფალს, ჩვენი ერის სულიერ მამას ილია მეორეს, ჩვენს მეუფეს, ბატონ დავით-იოანეს და ბატონ გიორგის!
მინდა მოგიყვეთ ჩემზეც: თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ისეთი ცუდად ვიყავი, რომ ვეღარ დავდიოდი - დავსივდი: ფეხები დამისივდა! ბატონ გიორგი ლაზს მივწერე, მან კი მითხრა: „გადავცემ ბატონ დავით ამაშუკელს, რათა მისმა მოძღვარმა, ანუ პატრიარქ ილია მეორის უერთგულესმა მეუფემ, ილოცოს თქვენს ჯანმრთელობაზე“-ო. მეორე დღეს, დილით ცოტათიღა იყო შესიებული, ხოლო საღამოსკენ საერთოდ გამიქრა დასიება!!! ეს იყო ნამდვილი სასწაული!!! მადლობა მეუფეს, მადლობა ბატონ დავით ამაშუკელს და მადლობა ბატონ გიორგის - უფალი ფარავდეთ მათ!!! გამოგიტყდებით და ამ გვერდზე რომ ადრე ვკითხულობდი სხვების ნაწერებს: „მეუფის ლოცვით გადავრჩით“-ო, რაღაც პროცენტი არ მჯეროდა... ახლა კი ნამდვილად დავიჯერე და ეჭვები გამიქრა!!! მადლობა ყველას - გაიხარეთ და იმრავლეთ - უფალმა გაგვაძლიეროს!!! სიტყვებით ვერ გადმოვცემ კიდევ ისეთი სასწაული მოხდა, ჩემს თავს!!! მეგონა დამისკდებოდა ფეხები და სისხლი გადმოვიდოდა, ისე მტკიოდა - ვერ დავდიოდი ერთი კვირის განმავლობაში და უკვე რომ გაუსაძლისად ვიყავი - მერე მივწერე...
ჩემს ვაჟიშვილს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი. 2017 წელს ჩაუტარდა გულის სარქველის ოპერაცია. დღემდე კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ დღეს - 2023 წლის 6 აპრილის დილის საათებში აუჩქარდა გული, რის გამოც მოხდა ახალციხის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც ექიმებმა დააფიქსირეს გულის პულსი 300 და წნევა კი საერთოდ აღარც კი ესინჯებოდა!!! ექიმები ვერაფრის იმედს ვეღარ გვაძლევდნენ! აცრემლებულმა ხმოვანი გზავნილით მივმართე "მოძრაობა ძლევაი საკვირველის" სოც-ქსელების ერთ-ერთ ოპერატორს გიორგი ლაზს, რათა თავის მხრივ ჩემი უბედურება მოეხსენებინა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფისათვის, რომელიც არის ამ მოძრაობის დამფუძნებლის ბ.ნ დავით ამაშუკელის სულიერი მოძღვარი. ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ რამოდენიმე წუთში, როდესაც ახალციხე-თბილისის გზაში ვიყავით, ჩემს შვილს პულსიც და წნევაც უეცრად დაუსტაბილურდა!!! გამყოლი ექიმი და ამის ყველა შემსწრე სიხარულისგან განცვიფრებულები ვიყავით!!! დიდება და მადლობა უფალს, რათა სინოდში ასეთი სწრაფლშემწე სასწაულთმოქმედი მეუფე მოგვმადლა!
დღეს, 2023 წლის 15 მარტს, ჩვენი მეუფის მადლით ნამდვილი სასწაულის მოწმე გავხდი! რამდენიმე დღის უკან ვიყავი ექიმთან და მითხრეს რომ მქონდა გარე ორსულობა და ოპერაცია დამჭირდებოდა. არ დავაყოვნე და მაშინვე ბ.ნ გიორგი ლაზს დავეკონტაქტე, რათა გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისათვის და აეხსნა ჩემი მდგომარეობა, რათა მას თავის მხრივ მეუფისთვის გადაეცა, რომ ჩემთვის ელოცა და აეცდინა ეს განსაცდელი. დღეს კიდევ ვიყავი ექიმთან და დათვალიერების შემდეგ გაკვირვებულმა მითხრა, რომ ოპერაციას გადარჩენილი ხარო! არ ვიცი ისეთი გახარებული და გაოგნებული ვარ...! ჩვენი მადლიანი მეუფის ლოცვით უფალმა შეისმინა და მოწყალება მოიღო ჩემზე - ამარიდა ეს განსაცდელი! მადლობა ბ.ნ გიორგი ლაზსაც ყურადღებისთვის; მადლობა ჩვენი პატრიარქის - ილია მეორის უერთგულეს მადლიან მეუფეს, რომ შემეწია ლოცვებით და ასევე მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! 2023 წლის მარტის დასაწყისში ჩემს 3 წლის შვილიშვილს ანიტას, რომელსაც 4-5 დღის განმავლობაში ჰქონდა სიცხეები 39, 40, 40,5 - ექიმთან ვიზიტის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ შეიცვალა, პირიქით, საღამოს სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა და მათაც ეჭვის ქვეშ დააყენეს ბავშვის მდგომარეობის მოკლე დროში გაუმჯობესება, რადგან თურმე ანგინას ზედ დაემატა ქუნთრუშაც! როგორც მათ აგვიხსნეს, ამ ორი დაავადების ასეთი უიშვითესი დამთხვევა მედიკამენტოზური წესით იკურნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მიმდინარეობს უმძიმესად.... მივმართეთ გიორგი ლაზს. მეუფის ლოცვით დღეს 7 მარტს ანა, (ანიტა) მერცხალივით წამოფრინდა საწოლიდან! არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უერთგულესი მეუფის, ბ.ნი დავით-იოანეს, გიორგი ლაზისა და ქ.ბ.ნი ნინოს მიმართ, რომელმაც მირჩია მიმემართა მეუფის ლოცვითი ღვთისმიერი კურნებისათვის. ასეც მოვიქეცი! მას შემდეგ, ვმადლობ უფალს და მიხარია, რომ ჩემს ოჯახსაც შეეხო ჩვენი საყვარელი მეუფის მადლიანი სასწაულებრივად მაკურნებელი ხელი.
2022 წლის 23 ნოემბერს ჩემი შვილი მოყვა ავტო ავარიაში რა დროსაც დაუზიანდა თავი - რამდენიმე ადგილას იყო გატეხილი; ასევე ტვინში ოყო სისხლჩაქცევა; ასევე ჰქონდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, რა დროსაც დაზიანდა ფილტვი; ასევე ჰქონდა ხორხის დაზიანება. 2 კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით მართვით სუნთქვაზე. იყო უმძიმეს მდგომარეობაში... ექიმების თქმით გადარჩენის შანსი იყო მინიმალური... მე მივმართე ბატონ გიორგი ლაზს რომელმაც აცნობა ბატონ დავით-იოანეს, რათა გადაეცა ეს ამბავი ჩვენი პატრიარქის უერთგულეს მეუფეათვის, სინოდში და უფლის ძალით და მეუფის ლოცვით მოხდა სასწაული და დღეს ჩემი შვილი სახლშია!!! უფალმა დალოცოს ჩვენი მეუფე და გააძლიეროს უხილავ მტერთან ბრძოლაშივინ ექიმიც მის ჯანმრთელობის ფორმა 100-ს ნახულობს, გაოცებულები კითხულობენ ეს ბავშვი ცოცხალი როგორააო!?
მეგობრებო, დღეს 2023 წლის 16 თებერვალს ისეთი სასწაული მოხდა, აქ რომ არ დავწერო არ შემიძლია! ვარ საზღვარგარეთ მომვლელი მოხუცი ბებოსი. ეს რამოდენიმე დღეა რაც ბებო გადაიყვანეს საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში და ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი არ არსებობსო... ამიტომ მივმართე ნინო ივერიელს, რათა ბატონ გიორგი ლაზს ეს ამბავი გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისთვის და მეუფისათვის. როგორც კი ნინომ მომწერა, რომ გადავეციო, უცბად ვოცაპით მირეკავენ ბებოს ნათესავები, რომ ბებო გადარჩა და კარგადაა, დაგვიბრუნდი და გააგრძელე ბებოს მოვლაო!!! გაოგნებული ვარ და ამ სასწაულით აღფრთოვანებული ვარ! მადლობა პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს ჩვენს მეუფეს და ბ.ნ დავითს, ბ.ნ გ.ლაზს და ნინოს! არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო ამ სასწაულით გამოწვეული აღფრთოვანება და სიხარული!
საღამო მშვიდობის მეგობრებო, დაგლოცოთ და გაკურთხოთ უფალმა,და რაც მთავარია გვამრავლოს უფალმა მოძრაობა ძლევაი საკვირველში, მინდა ორიოდე სიტყვით გადმოგცეთ რაც ჩემი თვალით ვნახე აქ ვოლგოგრადში და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის კერძოდ ერთი ჩემი ახლობელი იყო ძალიან მძიმედ, ექიმებს ხელი ქონდათ ჩაქნეული ვერ გადარჩებაო მეტასტაზებია ორგანიზმში გასულიო, მეუფის ლოცვის შემდეგ მოხდა სასწაული და განიკურნა, აგრეთვე შარშან მამიდაშვილი 5 დღე დაკარგული იყო პოლონეთში ამის შესახებ შევატყობინე ბატონ გიორგი ლაზს რათა ეს ამბავი გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისთვის და მეუფისათვის, დაახლოებით 2 საათში მამიდაშვილი გამოჩნდა!!! მადლობა ბატონ გიორგის, მადლობა მეუფეს და მადლობა უფალს!
მეგობრებო, მეც დავწერ, რომ რაც ამ მოძრაობაში ვიმყოფები უამრავი სასწაული მოახდინა ჩვენმა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესმა და ჩვენმა უსაყვარლსმა მეუფემ! მე პირადად ბევრჯელ მიშველა მაგრამ ახლა მინდა მოგიყვეთ ჩემი ბიჭზე მეუფის მიერ აღსრულებულ სასწაულზე!
ჩემს შვილს ექიმმა დაუდგინა, რომ ბუასილის ოპერაციის გაკეთებაა საჭიროო და ვნერვიულობდით... შეწუხებულმა მე ბ.ნ გიორგი ლაზს მივწერე ეს ჩემი გასაჭირი, საღამო ხანი იყო და ბ.ნ გ. ლაზმა ბ.ნ დავითის მეშვეობით გადასცა მეუფეს ჩვენი ამბავი. გათენდა მეორე დღე და ექიმთან, რომ მივედით გაკვირვებულმა გვითხრა, რა მოხდა ოპერაცია აღარაა საჭიროო!! პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის ამ სასწაულით ჩემმა ქმარ-შვილმა დაიწყო ჩემი ხატების კუთხის წინ დილა-საღამო ლოცვანის კითხვა!!!
ჩემს შვილს 5 წლის ასაკში წაერთვა ხელი, ფეხი, თვალები დაუელმდა, გონებრივადაც არასასიამოვნო საქციელები ქონდა. წავიყვანეთ და დაუდგინდა უსაშინლესი დაავადება გიიენ-ბარეს სინდრომი. დაგვჭირდა ძვირად ღირებული წამალი იმუნოგლობულინი, რომელიც საქართველოში არ იშოვებოდა. შევატყობინე ბატონ გიორგი ლაზს, რათა ეს ამბავი გადაეცა ბ.ნი დავით ამაშუკელისთვის და ღვთივკურთხეული მეუფისათვის, სინოდში. მისი სასწაულებრივი ლოცვების შემდეგ უსწრაფესად შეგვიგროვდა მეგობრებისგან 10 000 ლარი და მეგობარმა უკრაინიდან სასწრაფოდ ყოველგვარი დაგვიანების გარეშე ჩამოგვიტანა ეს წამალი. მთავარი სასწაული კი ისაა, რომ 5 დღეში ჩემი შვილი ფეხზე იდგა!!! მთელი „იაშვილის“ კლინიკა იძახდნენ ამას ქვია ნამდვილი სასწაულიო! საქმე იმაშია, რომ ამ დაავადების გადატანის შემდეგ ძალიან ბევრ უკურნებელ პრობლემებს ტოვებს ადამიანში... ჩემი შვილი კი უნაკლოდ აღსდგა! ვისზეც ვიგებთ ამ დაავადებამ ზოგს გულყრა დაუტოვა, ზოგს ბარბაცით სიარული... ერთი ბავშვი საწოლიდანაც კი ვეღარ დგება, გიიენ-ბარეს სინდრომის გადატანის შემდეგ! ხოლო იშვიათი ვინც გამოდის მდგომარეობიდან, ამას ძალიან ბევრი წლები სჭირდება ხოლმე! დღეს ჩემი შვილი კარგი მოსწავლეა სკოლაში, დადის ცეკვაზე, ჭიდაობაზე, ჭადრაკზე და კომაროვის სკოლაში. უდიდესი სასწაული აღავლინა ქრისტე მაცხოვარმა მეუფის ხელით, ჩემი შვილზე, ამიტომ ჩემს შვილს მეუფის შვილს ვუწოდებ! ეს მხოლოდ ერთერთი სასწაულია მეფისგან.... უთვალავი სასწაული ვიხილე და ყველას დაგიწერ თანდათან...
მოგიყვებით კიდევ ერთერთ უდუდეს სასწაულს მეუფისგან! ჩემი მულიშვილი ღამით ნასვამი გაიპარა სახლიდან მოტოციკლ „კავაზაკით“ და მოუვიდა ავარია. მთელი ღამე ვერ ვიპოვეთ, გამთენიისას ერთმა კაცმა დაინახა ტბასთან ახლოს წყალში ეგდო სისხლად დაცლილი. გადავიყვანეთ უგონო მდგომარეობაში, ფილტვები დაჟეჟილი, ელენთა ამოარიდეს, თირკმელები დაჟეჟილი, გულის პარკუჭში სითხე. პანკრიასი დაჟეჟიჟი, კისლატასავით შხამი გადმოსდიოდა პანკრიასიდან და ორმოცზე მეტი სიცხეები ქონდა, თავი დაზიანებული, ტვინის ზოგი უჯრედები გათიშული ქონდა, რადგან უსისხლოდ ბევრი საათები გაატარა, ფეხებზი დალეწილი ბარძაყებში, ნეკნები და მხარი დალეწილი, 2 თვე უგონოდ იწვა, გადარჩენის შანსი ნული იყო, თან ფეხების ამპუტაციაზე იყო ლაპარაკი! მერე მივმართეთ „მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ ლიდერს ბ.ნ დავით ამაშუკელს, რათა მის სულიერ მოძღვარს - ჩვენი უწმინდესის პატრიარქ ილია მეორის უერთგულეს მეუფეს ელოცა ჩვენთვის. მეუფემ ყველაფერი მოკლე პერიოდში სრულად აღუდგინა!!! პანკრიასი სადაც ქირურგიული ჩარევა არ ხდება და მედიცინა უძლურია - აღუდგა! ტვინის უჯრედები არ აღსდგა მაგრამ სასწაული გონება აქვს! ფეხების ამპუტაციასაც გადავრჩით, მეუფის ლოცვით! გული და თირკმელები მწყობრში ჩაუდგა! ღმერთო რა იხილა ჩემმა თვალებმა!!! მთელი საავადმყოფო გაკვირვებული დარჩა - მკვდრეთით აღადგინა მეუფემ, ჩემი მულიშვილი! დიდება უფალს და მის მადლს, რათა სინოდში პატრიარქს ასეთი სასწაული მეუფე მოუვივლინა! ნეტა ყველამ ირწმუნოს ამ მოძრაობისა და მეუფის დიადი მადლისა!!!
ეს საწყსი გვერდია სარჩევი გვერდი 2
ესაა მცირედი იმ სასწაულებთაგან, რომელიც უფალმა მოგვმადლა პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფის მარჯვენით! ღვთის შეწევნით დრო და დრო აქ დავამატებთ ხოლმე ახალ სასწაულებრივ კურნებებს! ამიტომ ხშირად ეწვიეთ ხოლმე ამ გვერდს. დიდება უფალს!!!
ნებისმიერს შეუძლია გადავიდეს ზემოთ ჩამოთვლილი თვითმხილველთა ფეისბუქ გვერდზე, მათ სახელებზე დაჭერით და პირადად გაესაუბროს მათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უერთგულეს წმინდა სინოდის წევრ მეუფეს, უფლისადმი წმინდა ლოცვებით, უამრავი სნეული ჰყავს სასწაულებრივად განკურნებული, მათ შორის კიბოს 4-ე სტადიის მქონენიც! რა თქმა უნდა აბსოლიტურად უფასოდ! ოღონდ აუცილებელი მოთხოვნა ის არის, რომ პატრიარქ ილია მეორის სამწყსოში უნდა იყოს, ანუ უნდა ემორჩილებოდეს მის კურთხევას: უნდა იყოს მონათლული და ეკლესიურად მაცხოვრებელი ადამიანი (ან უმოკლეს პერიოდში უნდა მიისწრაფვოდეს მოძღვრის აყვანისკენ, ანუ გაეკლესიურებისაკენ). გარდა ამისა უნდა დაგმოს და განუდგეს ისეთ პარტიებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით არიან ეკლესიისა და პატრიარქ ილია მეორის მხარეს, ხოლო საქმით კი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციულ კანონზე“ ან ე.წ. „გეი-მემორანდუმზე“ აქვთ ხელი მოწერილი, რაც სინამდვილეში ნიშნავს გეი-პროპაგანდას! ამ აპოსტასიის ჟამს სინოდში სასწაულთმოქმედი მეუფე უფალმა იმიტომ მოგვივლინა, რომ დღეს ჩვენს უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ ამდენი ბინძური ცილისწამებაა (საქართველოს დამონებისათვის მტერმა უპირველეს სამიზნედ სწორედ ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი ამოარჩია და მას ებრძვიან გარედან დაფინანსებული ადგილობრივი იუდებით) და ამ აშკარა სასწაულების მხილველნი კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვუდგეთ პატრიარქს, რადგან ეს სასწაულები მოწმობს, რომ პატრიარქ ილია მეორესთან და მის უერთგულეს მეუფესთან არის სამყაროს შემოქმედი უფალი ღმერთი ჩვენი!!! წმ. მამა გაბრიელმა ანდერძად დაგვიტოვა შემდეგი სიტყვები: „ვინც პატრიარქ ილია მეორეს განუდგება, ის უკვე სექტაა“-ო. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
პ.ს. ეკლესიის ისტორიაში საკმაოდ არიან ასეთი სასწაულთმოქმედი სასულიერო პირები, რომლებიც თავმდაბლობის გამო გარკვეულ დრომდე არ უცხადებდნენ საზოგადოებას თავის ვინაობას. მალე მოვა დრო, როდესაც პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი სასწაულთმოქმედი მეუფის ლოცვა-კურთხევით ბატონი დავით ამაშუკელი გააცხადებს თავისი სულიერი მოძღვრის, ანუ ამ სასწაულთმოქმედი მეუფის ვინაობას! მანამდე კი შემოგვიერთდით ამ მეუფის მიერ დაარსებულ კონსერვატიულ მოძრაობა "ძლევაი საკვირველს" — ფეისბუქზე პირადში მიწერეთ გიორგი ლაზს