(შევსება არასავალდებულოა)

 

რუსეთ-ჩინეთის სახით, ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური "ჩახუტება" აშშ-ისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა!

 


ჩინეთის ბომბდამშენები რუსულ მიწას ბომბავდნენ, ჩინური ტანკები რუსულ მიწას ატალახებდნენ...

ეს ჩინეთის არმიის რუსეთის ტერიტორიზე შეჭრის რეპორტაჟი არ არის, რუსეთმა თავის პოლიგონებზე გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო სწავლება ჩაატარა და მასში მონაწილეობის მისაღებად სამი ბირთვული სახელმწიფოს არმიებიც მიიწვია.

16-21 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო ოლქის რვა პოლიგონზე ჩატარდა სტრატეგიული დონის საშტაბო-სამეთაურო სწავლება "ცენტრი-2019", რომელშიც მონაწილეობა რვა ქვეყნის (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი,

ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი) 128 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ, 20 ათასმა საბრძოლო ტექნიკამ, 600-მა საფრენმა აპარატმა და 15-მა

სწავლების მასშტაბები მართლაც რომ ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ამ სწავლებაში გამოყენებულ სტრატეგიულ ბომბდამშენებსა თუ ოპერატიულ-ტაქტიკურ "ისკანდერებზე" უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტი გახლდათ, რომ მოსკოვმა პეკინს საშუალება მისცა

რუსეთის შუაგულში, ორენბურგთან, დონღუზის პოლიგონზე ჩინელებს თავიანთი ათობით ბომბდამშენი, გამანადგურებელი, შვეულმფრენი, ტანკი თუ საარტილერიო დანადგარი გადაესროლათ ჩინეთის ტერიტორიიდან და საბრძოლო სროლები განეხორციელებინათ.

ხრუშჩოვის პერიოდიდან საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის უკიდურესად იყო დაძაბული მდგომარეობა და 1967 წელს დამანის კუნძულების გამო ამ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის შეირაღებული შეტაკებებიც კი მოხდა. მას შემდეგ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, დიდ სიფრთხილით ეკიდება ჩინელი ეროვნების მოსახლეობის ნელ-ნელა ფეხის მოკიდებას რუსულ ქალაქებსა და სოფლებში. მილიონობით რუს მოქალაქეს მიაჩნია, რომ მათ ქვეყანას შეიძლება ჩინეთიდან სამხედრო საფრთხე მომავალშიც დაემუქროს, რის შესახებაც სოციალურ ქსელებში ღიად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს.

ყოველივე ამის ფონზე, პრეზიდენტი პუტინი რუსეთის შუაგულში იწვევს რამდენიმე ათას ჩინელ სამხედროს თავიანთი ბომბდამშენებითა და ტანკებით, მითუმეტეს ხვდება, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ამხელა სამხედრო კონტინგენტის გადასროლისა და საბრძოლო ტექნიკის ტრანსპორტირების პროცესში ჩინეთის დაზვერვა ძალიან ბევრ დამატებით, თავისთვის სასურველ ინფორმაციას მოიპოვებს.

რატომ მიდის ასეთ დათმობაზე ყოფილი "კეგებეშნიკი" პუტინი?

ჩიტი ღირს ბდღვნად - ჩინეთთან დაახლოებით, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, რუსეთი იძენს დროებით სტრატეგიულ პარტნიორს და ერთობლივი ძალისხმევით ისინი აშშ-ებს ურთულესს სიტუაციაში ჩააყენებენ.

აშშ-ის ხელმძღვანელობა რაღაც ეტაპზე ნომერ პირველ სავარაუდო მოწინააღმდეგედ ტრადიციულად უკვე რუსეთსა კი არა, ჩინეთს მიიჩნევს.

ცალ-ცალკე, ვაშინგტონს კიდევ შესწევს პოლიტიკისა და ეკონომიკის "ფრონტებზე" გაუმკლავდეს რუსეთსა და ჩინეთს, მაგრამ მათი დაახლოების შემთხვევაში თეთრ სახლს ნაკლები შანსები რჩება, მითუმეტეს თუკი საქმე სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდა.

 

უკან

გამოკითხვა