(შევსება არასავალდებულოა)

ჩვენი მოძრაობა "ძლევაი საკვირველი" ეწინააღმდეგება როგორც დასავლურ ლიბერასტ-იუვენალ-სისტემას ისე ვ.პუტინის ლენინურ-კომუნისტურ გადმონაშთულ რუსეთში დღეს მოქმედ სისტემას! გაუმარჯოს უფლის იმედად მყოფ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიურ მორწმუნეს!

 

 

ახალი ერთობის, ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმების” უკან რუსული კვალი ჩანს. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძე განაცხადა, რომ ნ. ბურჯანაძის პარტია  - “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე ვ. პუტინის მარჯვენა ხელის „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის  წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

"პრიმაკოვის ცენტრი" აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებს. თუმცა, დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და “ქართული მარშის” ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის.

გეკითხებით, მეგობრებო: შეიძლება პატრიოტმა ადამიანმა, კანონიერი ხელისუფლების დამამხობელი ე.შევარდნაძის სატანურ ბუდეში გამოზრდილ ნ.ბურჯანაძის პარტიის წევრებს დაუჭიროს მხარი, თანამდებობაზე მოსასვლელად?
„ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ერთ-ერთმა წევრმა ნატალია წერეთელმა 2013 წელს პარტია “თავისუფალ საქართველოს” ჯამში 1 228 ლარი შესწირა. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავაა. 2017 წელს დემოკრატიულმა მოძრაობამ (ნინო ბურჯანაძე) და თავისუფალმა საქართველომ (კახა კუკავა) საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს.

პრიმაკოვის ფონდში დიმიტრი ლორთქიფანიძემ დირექტორის პოზიციაზე ურუზმაგ ქარქუსოვი ჩაანაცვლა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ალტერნატიული მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო. ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა. მისი მეუღლე, ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წელს “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი “ჩვენები-სახალხო პარტიის” სიით იყრიდნენ კენჭს.

სანდრო ბრეგაძე -  მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელია. 2016 წლის თებერვლამდე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. გამოირჩეოდა 2004 წლამდე მოღალატე ე.შევარდნაძის მარჯვენა ხელის ასლან აბაშიძის პარტიის, “საქართველოს დემოკრატიული აღორძინების” წევრი იყო და მისი საარჩევნო ბლოკის სახელით წარმოდგენილი იყო პარლამენტში. მოკლედ ყოველთვის ყველას უპრობლემოდ მოერგო!

ბრეგაძეს 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა.

ლევან ჩაჩუას პარტია "ქართული იდეა"  2014 წელს დაარსდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მისი სიის პირველი ნომერი იყო ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე- სანდრო ბრეგაძე, რომელიც  ასევე საბურთალოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
“ქართული იდეა” თავის მხრივ აქტიურად მონაწილეობდა 2017 წლის ივლისის “ქართველთა მარშის” ორგანიზებაში და ნაცისტურ ჯგუფებში საკმაოდ პოპულარული ფეისბუქ გვერდით ეწეოდა მარშის აქტიურ პოპულარიზაციას.
უკან

გამოკითხვა