(შევსება არასავალდებულოა)

 

რაც ყოფილმა მეუფე პეტრემ ილაპარაკა, ეს ახალი ცილისწამება არაა. ესაა 90-იანი წებიდან დაწყებული აბსოლიტურად დაუდასტურებელი უბინძურესი და უმძიმესი ცილისწამება!

რა თქმა უნდა ესაა ეშმაკის მზაკვრული ხრიკი: - მთავარია უბინძურესი და უმძიმესი ცილისწამება, ხოლო ხალხის უმრავლესობას მტკიცებულება არ აინტერესებს!

რეალურად კი დაიწყო ეკლესიის წმენდა, პეტრესნაირი ცილისმწამებლებისგან! აი სწორედ  ეს ნახა საღვთო გამოცხადებაში 1988 წელს მამა ფილიპე აბაშიძემ, მაშინ როდესაც პაატა ცაავა (ყოფილი მეუფე პეტრე) ჯერ ეკლესიაშიც კი არ დადიოდა! :

„...პატრიარქ ილია მეორეს ქართველი ერი მიჰყავს გადარჩენისა და გაბრწყინებისაკენ. ვხედავდი, რომ როდესაც ივერია გაბრწყინდება პატრიარქი ძლიერ მოხუცი იქნება, მაგრამ ამ ბედნიერებას ქართველ ხალხს უფალი მისი მარჯვენით მიანიჭებს. სანამ ეს მოხდება იქნება არეულობა ჩვენს ერში... მოვიდა ჟამი, როდესაც საბოლოო შეტევა მიიტანეს პატრიარქზე - ცილს სწამებდნენ პატრიარქს...,  მაგრამ ყოველივეს მოთმინებით იტანდა...“ ესაა მამა ფილიპეს გამოცხადებიდან მოკლე ამონარიდი, ხოლო სრულად მოისმინეთ  ამ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც პატრიარქის კურთხევითაა გადაღებული 2002 წელს. მამა ფილიპეს გამოცხადება იწყება 21:41-დან:

ქართველებო, გონს მოვეგოთ! 31 წლის წინანდელი საღვთო გამოცხადება ჩვენს თვალწინ ცხადდება! გავეკლესიურდეთ და მოვემზადოთ პატრიარქის მოწოდებისათვის, მთებში გასასვლელად! გაიგეთ უფრო დეტალურად ამ სტატიაში: xorumi.com/m221

2019-10-31

უკან

გამოკითხვა