დაფარული მეუფე არის სრულიად საქართველს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფე, რომლის მეშვეობითაც უფალმა საქართველოს დასაცავად აღავლინა 20-ზე მეტი მეცნიერულად დამტკიცებული სასწაული!
მეუფე დროებითაა დაფარული, რადგან ის წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილის მსგავსად „ერთგულებას უმტკიცებს“ მტერს - მასონურ სისტემას და სინამდვილეში კი ფარულად მათ საწინააღმდეგო მოძრაობას ხელმძღვანელობს. ამ მტრულ ქოც-ნაცურ ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია მოუწყონ ტერაქტი მეუფეს და ასე დაშალონ ჩვენი მოძრაობა, თუ იგი დროზე ადრე გაამხელს თავის ვინაობას.
მიუხედავად ამისა, იმათთვის ვისაც ძალიან აინტერესებს მისი ვინაობა, ჩვენ ვავიწროებთ დაფარული მეუფის ძებნის არეალს! ჩვენ შეგვიძლია მინიშნება მოგცეთ მისი მაღალყოვლადუსაღმვდელოესობისადმი დასმული შეკითხვებით, მის ამოსაცნობად. პირველ რიგში გახდით ეკლესიურნი - უთხარით აღსარება მოძღვარს, ცოდვების მისატევებლად, ეზიარეთ, გაიგეთ თუ რატომ დაავალა ფარულად პატრიარქმა ბატონ დავით ამაშუკელს ეროვნული მოძრაობის ლიდერობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოილოცეთ საქართველოს ყველა ეპარქია და წინასწარ ჩაეწერეთ მეუფეებთან იმ გასაუბრებაზე, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის გასაღებს.
1. „თქვენო მაღალყოვლადუსაღმვდელოესობავ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ და მიუხედავად იმისა გვიპასუხებთ თუ არა შემდეგ შეკითხვაზე, მაინც უღრმეს პატივს მივაგებთ თქვენს ღვაწლს, რომელსაც ეწევით ღვთისა და ერის წინაშე.“
2. „გსმენიათ თუ არა „საერთაშორისო ემიგრანტულ მოძრაობა ძლევაი საკვირველზე“ და მისი დამაარსებლის დაფარული მეუფის შესახებ, რომელიც არის წმ. სინოდის წევრი და სრულიად საქართველს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფე?“ (თუ არ სმენია; ან არა სურს რომ იცოდეთ სმენია თუ არა; ან ამ თემაზე არ სურს საუბარი; ან უარყოფითად განეწყო, მაშინ შემდეგ შეკითხვას ნუღარ ჰკითხავთ. თავაზიანად აიღეთ მისგან ლოცვა-კურთხევა და დაემშვიდობეთ).
3. „ჩვენ არ ვკითხულობთ პირადად თქვენ ბრძანდებით თუ არა ეს დაფარული მეუფე - ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს ეთანხმებით თუ არა სასწაულთმოქმედ დაფარულ მეუფეს იმაში, რომ „მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ მეთაური ბატონი დავით ამაშუკელი ჭეშმარიტად არის რუსეთის სამეფო ტახტის უკანასკნელი კანონიერი ღვთივდადგენილი ერთადერთი მემკვიდრე და წინამორბედი მეორედ მოსვლისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი?“
პ.ს. დაფარული მეუფე ერთერთი იმათთგანია, რომელი მეუფეებიც ეთანხმებიან მას! დღეგრძელობა მათ მეუფებას და მის უწმინდესობასა და მის უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს! ამინ!
2019-11-04