ამ ფილმის პრეზენტაციას ისე ვერ მოახდენდნენ, ვიდრე მამათმავლობას იქეთ არ დასწამებდნენ სასულიერო პირებს, რათა მათი ამგვარი „განეიტრალებით“ უფრო გაუიოლდებოდათ ამ ფილმის გაშვება-პრეზენტაცია კინოთეატრებში. ჰოდა ეს პეტრე დაქოქეს და ახლა ფილმის გაშვებას გეგმავენ 8 ნოემბერს, თან აქეთ გვედავებიან: „ჯერ ეკლესიაში მოაგვარეთ მამათმავლობა და მერე ისე გვიკითხეთ მორალიო!“ აი ესაა მათი კარგად დაგეგმილი და კარგად დაფინანსებული ოპერაცია, რომელშიც ახლა უკვე მეუფე ზოსიმესაც გადასწვდნენ! სნამდვილეში 31 წლის წინ მეუფე ზოსიმემ თავისი ხელმოწერა გააკეთა არა ვითომ მამათმავლობის ჩადენისა თუ მცდელობის გამო, არამედ სემინარიის რექტორობიდან წასვლაზე დებს პირობას! საქმე იმაში გახლავთ, რომ მეუფე ზოსიმე სტუდენტებს მოუწოდებდა ლექციების არ გაცდენისაკენ, რადგან მაშინ (1988-ში) ეროვნული მოძრაობის მიტინგები იმართებოდა ხოლმე. სტუდენტები კი ანტიეკლესიურმა ძალებმა წააქეზეს, რომ ვითომ მეუფე ზოსიმე საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია და ამიტომ გამართლებულიად იმსახურებს ასეთ მამათმავლურ ცილისწამებას! ანუ „მიზანი ამართლებს საშუალებას“ პრინციპით მოქმედებდნენ ეს სტუდენტები და თხზავდნენ ათასნაირ უბინძურეს ზღაპრებს მეუფე ზოსიმეზე და ამით აშანტაჟებდნენ თუ არ გადადგებოდა სემინარიის რექტორობიდან, რადგან მოუწოდებდა მათ ლექციების არ გაცდენისკენ! აი ეს წერილიც და თავად განსაჯეთ სადაა აქ ნახსენები ერთი სიტყვა ან თუნდაც მინიშნება მამათმავლობაზე!: