(შევსება არასავალდებულოა)

„უწმინდესისა და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს, ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობას, პატიებას.


ღმერთი არს სიყვარული!
რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე. ვერ მივაღწიე ღვთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება.


უკუბოვოდ,მანტიით დამმარხონ.


იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმან. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა.


მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა, არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოვება და მარადისობაში დამკვიდრება. რა მეცა ამით გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა.


არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს, მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური.


ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი.
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.“

წმ. აღმსარებელი და სალოსი გაბრიელი (ურგებაძე)

 

პ.ს. განდგომილი ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი)  და ყოფილი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიმდევართა ცოფიანი სექტები ჩვენს პატრიარქ ილია მეორეს ასე უწმინდურად რომ მოიხსენიებენ, განა მათ წმ. გაბრიელ აღმსარებელზე მეტი ხედვა აქვთ? წმინდანი შენდობას და ლოცვა-კურთხევას ითხოვდა უწმინდურისგან?! გონს მოვეგოთ ქართველნო! 

2019-11-02

უკან

გამოკითხვა

ქართველი ასეთ მძიმე განსაცდელში არასოდეს ყოფილა!!! ანტიქრისტეს აქვს გეგმა: გენეტიკურად გადააგვაროს ჩვენი ერი; გაანარკომანოს; გაამამათმავლოს და გაალესბოსელოს ჩვენი მომავალი თაობა; სექტების მომრავლებით ცდილობს ეკლესიისაკენ მიმავალთ თავგზა აუბნიოს. ამის განსახორციელებლად სჭირდება გააკონტროლოს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან კანქვეშ დაჩიპული ადამიანები, რათა ხელი შეუშალოს ვინც კი მას წინ აღუდგება მიტინგებითა თუ სხვა საპროტესტო აქციებით. სწორედ ამ გოლბალური ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის შესაქმნელად უკვე მიიღს საქართველოში შესაბამისი კანონები: ა). 300 ათასს ირანელს, თურქს, ინდოელს, ჩინელს, ერაყელს და სხვა ემიგრანტს მისცეს საქართველოში მუდმივმაცხოვრებლის სტატუსი ბ). ამ უცხოელებზე გაიყიდა უზარმაზარი მიწები გ). მარიხუანას ლეგალიზაცია დ). საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მამათმავალ-ლესბოსელი „მასწავლებლების“ მუშაობისათვის ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, ასეთი სიტყვებით: "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური უმცირესობა"; ე). იუვენალური იუსტიციის კანონი, რომელიც სოციალურ აგენტს აძლევს, მშობლებისათვის, ბავშვის ჩამორთმევის უფლებას, რითაც გზა გაეხსნა თანამედროვე ე.წ."ბავშვ ტყვეთა სყიდვას"; ვ). ეტაპობრივად: I სკოლებში მამათმავლობის პროპაგანდისტული საგნების შეტანა; II ჯარში მამათმავლობის ლეგაიზაცია; III ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია; IV ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მამათმავლობის ფსიქიატრიულ დაავადებათა სიიდან ამოღება. V გარყვნილების საჯარო პროპაგანდა. ზ). ჩიპიანი (უალტერნატივო) პირადობის მოწმობების დანერგვა, რათა უახლოეს მომავალში „უმტკივნეულოდ“ მოხდეს კანქვეშა ინპლანტი RFID ვერიჩიპების ჩანერგვა მოქალაქეთა სხეულებში. თ). სექტების ლეგალიზაცია. ი). კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაცია. განა ასეთ განსაცდელში ყოფილა როდესმე ჩავარდნილი ჩვენი სამშობლო? გთხოვთ მიიღოთ გამოკითხვაში მონაწილეობა — ქვედა სამი პოზიციიდან აირჩიეთ თქვენთვის მისაღები პოზიცია:
მხარს ვუჭერ შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის სისტემის მიერ მიღებულ კანონებს
"მოძრაობა ძლევაი საკვირველის" პოსტების გაზიარებით ვეწინააღმდეგები შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის სისტემის მიერ მიღებულ კანონებს, რათა თანამოაზრეთა შემოკრების შემდეგ ქუჩაში მოვაწყოთ გადამწყვეტი მიტინგი!
კრესლოში მოკალათებული შორიდან ვაკვირდები საქართველოს ყოფნა არ ყოფნისათვის მიმდინარე ამ ბრძოლის ველს